10:30 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-09 11:52:03, 891 ნახვა

საზოგადოება
საქართველო კიდევ ერთმა აქტივისტმა დატოვა

სანდრო ქინქლაძის შემდეგ ქვეყანა კიდევ ერთმა აქტივისტმა, ვახო სებისკვერაძემაც დატოვა. აქტივისტი ყვება, რომ სამშობლოდან წასვლა მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რადგან ცხადი იყო, რომ მასზე უწყვეტი თვალთვალი და ადევნება ხორციელდებოდა.  

იძულებული გავხდი, ჩემს მეუღლესთან ერთად დამეტოვებინა ქვეყანა, რადგან ბოლო პერიოდში უკვე აშკარად ხდებოდა თვალთვალი, ადევნება. ეს ხდებოდა, დაახლოებით, სასტიკი ღამეების პერიოდიდან გამომდინარე. მაგ პერიოდშიც მომიწია 3-4 დღით ქალაქიდან გასვლა, ცოტა რომ გავრიდებოდი ამ გარემოს, თუმცა დაბრუნების შემდეგ ისევ გაგრძელდა, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა ან სამსახურის შემდეგ რომ მოვდიოდი გვიან პერიოდში შკოდებით გამოყოლა. რამდენჯერმე შევამოწმე კიდეც, რომ ხომ ნამდვილად მე მომყვებოდნენ და დადასტურდა კიდეც ეს ფაქტი ჩემი შემოწმებებით. მუქარა, დარეკვები არ ყოფილა, ტუმცა ფაქტი იყო, რომ შკოდები, რომლებიც ყოველ საღამოს მაცილებდნენ, აშკარად იყო, ჩემზე ახდენდნენ დევნას, ამიტომ ეს ყველაფერი სახიფათო იყო ჩემი ოჯახისთვის და ჩემთვის.

სებისკვერაძე თანამებრძლებს უწყვეტი ბრძოლისთვის მადლობას უხდის და მათ გამძლეობას უსურვებს.  

მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებენ. მე მალე დავბრუნდები, იქამდე კი გამძლეობას ვუსურვებ და კიდევ ერთხელ მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის, - ამბობს ვახო სებისკვერაძე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics