11:20 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-01 17:20:33, 825 ნახვა

საზოგადოება
გარდაიცვალა რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი

გარდაიცვალა რეჟისორი და მსახიობი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი. ინფორმაციას ამის შესახებ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი ავრცელებს.

„ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინკსკი იყო თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მოამაგე, მიხეილ თუმანიშვილის საუკეთესო მოწაფე და მისი მუდმივი თანამოაზრე, რეჟისორი და პედაგოგი, პოეტ პეტრე გრუზინსკის შვილი, ბაგრატიონთა შთამომავალი.

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სამძიმარს უცხადებს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს“, – წერს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი სოციალურ ქსელში.

ნუგზარ ბაგრატიონი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში 1975 და 1980-1984 წლებში. ამასთან, 1991-1994 წლებში ასწავლიდა ხელოვნების აკადემიაში, 1996-1997 წლებში იყო გრიბოედოვის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1997 წლიდან კი – კინომსახიობთა თეატრის მთავარი რეჟისორი.

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის განხორციელებული აქვს შემდეგი დადგმები: მიშელ ფერმოს „კარებს აჯახუნებენ“, მიხეილ მრევლიშვილის „წამება დედოფლისა“, ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, გურამ დოჩანაშვილის „აღდგენითი სამუშაოები“, ნოდარ დუმბაძის „ასტვაც ინჩუ ჰამარ“, გურამ დოჩანაშვილის „ჰარალეთი, ჰარალეთი“, გურამ დოჩანაშვილის „მხოლოდ ერთი კაცი“, ანზორ სალუქვაძის „ნანილი“, გურამ დოჩანაშვილის „მფრინავი ხვლიკი ქართულა“ და სხვ.

ამასთან, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის შესრულებული აქვს ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში „ღიმილის ბიჭები“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics