14:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 10:20:05, 440 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო - ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა სერიოზულ წინადადებას არ წარმოადგენს

ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა სერიოზულ წინადადებას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ მოხდება, მაშინ ქვეყანამ რუსეთისგან თავის დასაცავად ბირთვული იარაღი უნდა მიიღოს.

„არ მგონია, რომ ვინმე ამას მათი მხრიდან სერიოზულ წინადადებად ჩათვლის. არ ვფიქრობ, რომ მათთვის ბირთვული იარაღის გადაცემა გამოსავალს წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ ეს რეალური მოთხოვნა არ არის“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისივე თქმით, მსოფლიოში ნაკლები ბირთვული სახელმწიფო უნდა იყოს და არა უფრო მეტი.

„ვფიქრობ, რომ ამით მათი პრობლემის მოგვარება არ ხდება. ვფიქრობ, ის [ზელენსკი] ფუნდამენტური გამოწვევის წინაშეა. როგორ უნდა დაასრულო კონფლიქტი, რომელიც დიდი ხანია გრძელდება და თან ისე, რომ ორ-სამ წელიწადში ახალი ომი არ დაიწყოს? ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვა მოლაპარაკებების დროს უნდა მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბირთვული იარაღი ამაზე პასუხს არ წარმოადგენს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics