14:30 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-26 09:42:14, 405 ნახვა

მსოფლიო
ტუაფსე, ანაპა - რუსეთის კრასნოდარის მხარეზე დრონებით მასირებული შეტევა იყო

26 თებერვალს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის რამდენიმე რაიონში, მათ შორის ტუაფსეში.

რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, უკრაინული დრონებით მასირებული შეტევა იყო ტუაფსეს პორტზე. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის. ტუაფსეში მდებარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით შეუტიეს 2024 წლის ივლისში.

26 თებერვალს, ადგილობრივი დროით 05:00 საათისთვის ტუაფსეს მუნიციპალური ოლქის ხელმძღვანელ სერგეი ბოიკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ „მტრის დრონებით“ შეტევის შედეგად კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა, ქალაქში საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ და ადგილობრივ მცხოვრებთ ეკრძალებათ სოციალურ ქსელებში „მოვლენების“ ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნება.

დაახლოებით იმავე დროს, კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ტუაფსეს გარდა ორი სახლი დაზიანდა ტემრიუკის რაიონში და არასაცხოვრებელი შენობა ქალაქ ანაპის მახლობლად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics