|
2025-02-24 14:58:11, 998 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის დასრულება უნდა დაიწყოს ნაბიჯებით, რომლებიც აღადგენს ნდობას, რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს უკრაინელი ტყვეები
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ რუსეთისაგან სამშვიდობო სიგნალი შეიძლება გახდეს ყველა უკრაინელი ტყვეს გათავისუფლება. ზელენსკიმ აღნიშნულის შესახებ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით კიევში პარტნიორ ქვეყნებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა მზადაა ტყვეების გაცვლისთვის პრინციპით, „ყველა ყველაზე“. „ომის დასრულება უნდა დაიწყოს ნაბიჯებით, რომლებიც აღადგენს ნდობას თავად სიტუაციის მიმართ, რადგან რუსეთის მიმართ ნდობა არ არსებობს. საჭიროა სიტუაციები, რომლებიც ომის დასრულებაზე მეტყველებენ. რეალური სიტუაცია. ახლა ასეთი ნაბიჯი შეიძლება გახდეს ტყვეების გათავისუფლება, ათასობით ადამიანის, რომლებსაც რუსეთში აკავებენ. მათი ნაწილი არა მხოლოდ 2022 წლიდან, არამედ გაცილებით ადრე, 2014 წლიდან დააკავეს. რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს უკრაინელები. უკრაინა მზადაა ყველას ყველაზე გაცვლისთვის და ეს სამართლიანი ვარიანტია“, – განაცხადა ზელენსკიმ. სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომი გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ და ამიტომ უკრაინა უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპასთან ერთად. „რუსეთის სტრატეგიული სამიზნე სწორედ ევროპაა, ევროპული ცხოვრების წესი, შესაბამისად, მისი უსაფრთხოება და ევროპის ბედი არ შეიძლება, განისაზღვროს ევროპის გარეშე. უკრაინა, ევროპა, ამერიკასთან ერთად, უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის პირისპირ, რათა მშვიდობის აუცილებლობა კვლავ არ იყოს ჩანაცვლებული დაპირებებით ნორმალიზაციის, გადატვირთვის ან დაზავების შესახებ“, – განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ უკრაინას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში თუ არ მიიღებენ, უკრაინა პარტნიორებთან ერთად იძულებული იქნება, „ააშენოს ნატო ქვეყნის შიგნით“.
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)