|
2025-02-22 09:06:29, 9835 ნახვა
სამხედრო
არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავებიდან და მკვლელობიდან 7წელი გავიდა
არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავებიდან 7 წელი გავიდა. 35 წლის ქართველი სამხედრო მოსამსახურე, 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს. დაკავებიდან მეორე დღეს, 23 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ ის გარდაიცვალა. მისი ცხედარი ოჯახს მხოლოდ 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, გადმოსცეს, მრავლობითი დაზიანებებითა და წამების ნიშნებით. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. არჩილ ტატუნაშვილი 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მისი ტრაგიკული გარდაცვალება გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ე.წ. “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შექმნისა, რომელშიც შეყვანილნი არიან პირები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაში არიან ბრალდებულნი. მისი ხსოვნის პატივსაცემად, წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა, სადაც მისი დაბადების დღეების აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)