|
2016-03-09 15:48:05, 540 ნახვა
საზოგადოება
დევნილებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივით დევნილებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, სკრინინგი, დევნილებთან ერთად, მინისტრმა სოზარ სუბარმაც გაიარა. მათივე ცნობით, სკრინინგი თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩა N6-ში, 136 დევნილი ოჯახისათვის გადაცემული კორპუსის ტერიტორიაზე განლაგებულ მოძრავ ამბულატორიებში ჩატარდა. "უკვე შევთანხმდით, რომ კვირის ბოლოს უფასო სკრინინგს დავიწყებთ ზუგდიდში და მოვიცავთ მთელ დასავლეთ საქართველოს. ყველა დევნილს, კომპაქტურად ჩასახლებაში მცხოვრებს თუ ინდივიდუალურად განსახლებულს შეუძლია მოვიდეს და ყოველგვარი გადასახადის გარეშე სრულიად უფასოდ გაიკეთოს ანალიზები", - განაცხადა სოზარ სუბარმა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ დევნილებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში არსებული სიახლეები, პროგრამის მიმდინარეობის პირველადი შედეგები გააცნო და დაავადების დამარცხების პროცესში სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის აქციები 2015 წლიდან დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, რაც დაავადების დროულ გამოვლენას, მკურნალობას და მის სრულ ელიმინაციას ემსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)