15:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 10:33:33, 365 ნახვა

მსოფლიო
ორმა დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია

მოლდოვის საჰაერო სივრცე კიდევ ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია

გამოცემის ცნობით, მოლდოვის მთავრობის პრესსპიკერმა, დანიელ ვოდამ დრონების წარმომავლობა არ დააკონკრეტა, თუმცა განაცხადა, რომ საჰაერო სივრცის დარღვევა კვირას, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, ღამის 23:00 საათზე მოხდა. ეს დრო ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც უკრაინამ განაცხადა, რომ ოდესის რეგიონი რუსეთის თავდასხმის ქვეშ იმყოფებოდა.

დანიელ ვოდას ინფორმაციით, ორივე დრონმა მოლდოვის საჰაერო სივრცე ქალაქ ტარაკლიასთან ახლოს დატოვა.

შეგახსენებთ, 13 თებერვლის ღამეს უკრაინის რეგიონებზე რუსეთის მასიური თავდასხმის დროს მოლდოვის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია. ამასთან დაკავშირებით, მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პროტესტის გამოხატვის მიზნით, რუსეთის ელჩი, ოლეგ ოზეროვი უწყებაში დაიბარა და გამოაცხადა, რომ კიშინიოვში მდებარე რუსული კულტურის ცენტრს დახურავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics