|
2025-02-14 16:20:41, 757 ნახვა
ეკონომიკა
საპენსიო სააგენტო Facebook-რეკლამაში 30 ათას ლარს დახარჯავს
საპენსიო სააგენტო, რომელსაც პარლამენტმა საქართველოს მოსახლეობის პენსიების დაგროვება ანდო, 2025 წელს Facebook-რეკლამაში 30 ათას ლარს დახარჯავს. ინფორმაცია გამოქვეყნდა შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. „სოციალურ ქსელ Facebook-ს საქართველოში ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. გამომდინარე აქედან, სწორედ ამ ქსელშია არასწორი ინფორმაციის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკი, შესაბამისად საჭიროა მოცემული ქსელით სააგენტოს მიერ გავრცელებული რეალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა“, - წერია საპენსიო სააგენტოს დასაბუთებაში, რომლითაც რეკლამაში ფულის დახარჯვაზე ნებართვას ითხოვს. საპენსიო სააგენტო 2018 წელს შეიქმნა. საკანონმდებლო ცვლილებებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან ყველა დასაქმებულს ხელფასიდან ეჭრება 2%, ამდენივეს იხდის მისი დამსაქმებელი, ნაწილს კი - სახელმწიფო (მოქალაქის შემოსავლიდან გამომდინარე). დაგროვებულ თანხას სააგენტო სხვადასხვა რისკის პორტფელში ინვესტიციის სახით დებს. 2025 წლის 31 იანვრის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაერთიანებულია 1,6 მილიონამდე ადამიანი. საპენსიო სააგენტოს აქვს 6,3 მილიარდი ლარის აქტივები, საიდანაც ამონაგები 1,54 მილიარდი ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)