|
2025-02-13 17:42:14, 428 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი და სუდანი სუდანში რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ
რუსეთი და სუდანი სუდანში რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული გამოცემა TASS სუდანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. "ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდით". - TASS-ის ცნობით, თქვა სუდანის უმაღლესმა დიპლომატმა ალი იუსეფ აჰმედ ალ-შარიფმა. როგორც გამოცემა Bloomberg წერს, რუსეთს სუდანის 853 კილომეტრიან სანაპირო ზოლზე დიდი ხანია, რაც ფეხის მოკიდება სურს, ხოლო ამ შეთანხმების მიღწევა აფრიკაში რუსეთის მზარდი გავლენის გამო, დასავლეთის შეშფოთებებს გააძლიერებს. საზღვაო ბაზის შექმნის იდეა თავდაპირველად სუდანის ყოფილი დიქტატორის, ომარ ალ-ბაშირის მმართველობის დროს გაჩნდა, თუმცა გეგმის შესრულება 2 წლის წინ სუდანში სამოქალაქო ომის დაწყებამ შეაყოვნა. გასულ წელს სუდანის არმიამ განაცხადა, რომ რუსეთი, სუდანის სანაპიროზე სამხედრო მიზნებისთვის საჭირო ნავთობის შენახვის სანაცვლოდ, ხარტუმისთვის (სუდანის დედაქალაქი) იარაღის მიწოდებას დათანხმდა. Bloomberg-ის ცნობით, შეთანხმება უკავშირდება მოსკოვის მცდელობას, შეინარჩუნოს კონტროლი სირიაში ორ მნიშვნელოვან ბაზაზე, საზღვაო პორტზე ტარტუსში და აეროდრომზე ჰმეიმიმში, გასული წლის დეკემბერში მისი მოკავშირე დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ. რუსეთის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს სირიის დროებით პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარასთანაც, რათა შეინარჩუნოს კონტროლი იმ ობიექტებზე, რომლებიც მოსკოვისთვის ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში გავლენების შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)