16:26 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 19:24:10, 434 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება არ ექნებათ

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ რაც ამერიკა ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს, პალესტინელებს დაბრუნების უფლება არ ექნებათ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ექნებათ თუ არა პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება მას შემდეგ, რაც აშშ ღაზის სექტორზე კონტროლს დააწესებს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „არა“.

„არა, არ ექნებათ, რადგან მათ გაცილებით უკეთესი საცხოვრებელი ექნებათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის აშენების შესახებ ვსაუბრობ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, პალესტინელებისთვის დასახლებების ასაშენებლად ეგვიპტესთან და იორდანიასთან შეთანხმების დადება შეუძლია.

„შეიძლება ხუთი, ექვსი ან ორი იყოს. ჩვენ უსაფრთხო დასახლებებს ავაშენებთ, ცოტა მოშორებით იქიდან, სადაც არიან, სადაც მთელი ეს საფრთხეა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics