19:27 - 25 May, 2026
|
2025-02-03 11:01:46, 1238 ნახვა
რეგიონი
წალენჯიხის სოფელ ჯგალში მოსახლეობამ წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, გზა გადაკეტა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალში, სქურის მონაკვეთზე მოსახლეობამ, წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, გზა გადაკეტა. ადგილობრივების თქმით, სამხარეო ადმინისტრაცია - გუბერნია წინასაარჩევნოდ ჯგალს ცენტრალური ბიუჯეტიდან სოფელში წყლის გაყვანას დაჰპირდა, რაც არ შეასრულა. მათივე განცხადებით, წლებია, სოფელს წყალი არ მიეწოდება. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები ადგილზე გუბერნატორის ან ვიცეგუბერნატორის მისვლას ითხოვენ, თუმცა იქ ჯერ არავინ გამოჩენილა. მომხდართან დაკავშირებით წალენჯიხის მერიამ გუბერნია საქმის კურსში ჩააყენა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)