23:50 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-31 17:46:42, 701 ნახვა

საზოგადოება
მაია მწარიაშვილმა რუსთავის ქალთა კოლონია დატოვა – მზია ამაღლობელი შიმშილობის მე-20 დღეს ასრულებს

გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ, ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა რუსთავის ქალთა კოლონია დატოვა. მისი თქმით, შიმშილობის მეოცე დღეს ჟურნალისტი კიდევ უფრო გამხდარია, უჭირს გადაადგილება და საუბარიც შესამჩნევად შეაფერხა.

„შეხვედრის ოთახში რომ შემოვიდა, დაჯდა და გარკვეული დრო დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო, რადგან აშკარად დაღლილი იყო. ამბობს, რომ ჯერ უძლებს, არ შევწუხდეთ, და რომ როცა ვეღარ გაუძლებს, მაშინ გვეტყვის. რაიმე დახმარებას ან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ ითხოვს. ვიზუალურად უფრო გამხდარია, ვიდრე ორი დღის წინ, უფრო ნელა საუბრობს და მოძრაობს. ჩვენ მივაწოდეთ 28 იანვრის სისხლის საერთო ანალიზის პასუხები, რომლებიც მანამდე არ ჰქონდა ნანახი. მომავალი კვირისთვის დაგეგმილია დამატებითი სამედიცინო კვლევები, თუმცა ჯერ არ ვიცით, კონკრეტულად რა გამოკვლევებს ჩაუტარებენ. ამის შესახებ ორშაბათს გავიგებთ“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, მზია ამაღლობელი უკვე 20-ე დღეა შიმშილობს.

„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის,“ – განაცხადა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics