|
2025-01-30 17:27:24, 639 ნახვა
ეკონომიკა
რამდენს ხარჯავენ საქართველოში ჩამოსული ვიზიტორები?
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო მოგზაურების 7.4 მილიონი შემოსვლა, რაც 4.2%-იანი ზრდაა წინა წლის მაჩვენებელზე. აქედან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობამ 6.5 მილიონი შეადგინა. შარშანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა; მეორე ადგილზეა თურქეთი; ხოლო მესამეზე - სომხეთი. ყველაზე მეტი ვიზიტი 2024 წელს შემდეგი ქვეყნებიდან იყო:
ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაში განხორციელდა. ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.5 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (5.4 ღამე) 2.6%-ით მეტია. 2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები კი 14.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 10%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წელთან შედარებით 5.4% გაიზარდა და 2 211 ლარი შეადგინა. ყველაზე მეტი თანხა ვიზიტორებმა განთავსებაზე დახარჯეს; მეორე ადგილზეა საყიდლები, ხოლო მესამე ადგილს საკვები და სასმელები იკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)