01:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-26 13:41:13, 794 ნახვა

საზოგადოება
ხალხი ომბუდსმენის, ლევან იოსელიანის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს

ხალხი ომბუდსმენის, ლევან იოსელიანის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს. სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფის თავშესაფრის ადგილმდებარეობა გათქვა, რითაც, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების და ქალების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.

უფლაბდამცველები პირდაპირ ამბობენ, რომ იოსელიანის განცხადება დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. 

ლევან იოსელიანი, ჩემი აზრით, უნდა გადადგეს. ეს ადამიანი არ არის სახალხო დამცველი, ის არის ყველაზე არასახალხო დამცველი. უფრო მეტი ცუდი მოაქვს მას ამ თანამდებობაზე ყოფნით, ვიდრე სსიკეთე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სახალხო დამცველის დამხარება სჭირდებათ. ამ ინტერვიუში მარტო ის არ იყო პრობლემა, რაზეც ეს ამბავი ატყდა სამართლიანად, მან ძალიან ბევრი ადმაიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე იმ კომენტარით, რა კომენტარიც გააკეთა. დემონსტრირება იყო იმის, რომ ამ ადამიანს საერთოდ ადამიანის უფლებების დაცვის არ სწამს. მან მეტადონის პროგრამაში ჩართული ადამიანები მოიხსენია ისე, რომ მათ სტიგმატიზირებას შეუწყო ხელი, - ამბობს „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი. 

აღსანიშნია, რომ იოსელიანის სოცმედიიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ გვერდიდან ომბუდსმენის ინტერვიუ გაქრა, თუმცა ინტერვიუს შემდეგ, ხალხმა დღის წესრიგში სახალხო დამცველის გადადგომის მოთხოვნა დააყენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics