|
2016-03-05 18:35:59, 820 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი სოფელ ქვაბისხევში "ამხანაგობა ჩუქურთმას" საამქროში იმყოფებოდა
"აწარმოე საქართველოში" არის პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს დაამაგრებს რეგიონებში და მათ აღარ მოუწევთ სამუშაოს ძებნა ქალაქში, - ასე შეაფასა სოფელ ქვაბისხევის მკვიდრმა, მცირე მეწარმემ თემურ მაისურაძემ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და მთავრობის წევრებს "ამხანაგობა ჩუქურთმას" საამქროში უმასპინძლა. პრემიერი „ამხანაგობა ჩუქურთმას" საქმიანობას გაეცნო. თემურ მაისურაძის განმარტებით, ამხანაგობა ხის ნაკეთობებზე და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებზე მუშაობს. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, მათ შეიძინეს ხის გადასამუშავებელი და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების დასამზადებელი დანადგარები, ასევე ავტომანქანა. მეწარმეების თქმით, "ამხანაგობა ჩუქურთმა“ წლების წინაც საქმიანობდა, თუმცა სტიქიური უბედურების შედეგად საამქრო მთლიანად განადგურდა. ამხანაგობის სამმა წევრმა წარმოების ამუშავება სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით შეძლეს. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საწარმოში ახალგაზრდები სწავლობენ ხეზე კვეთის ხელოვნებას, რომ მათ უჩნდებათ შემოსავლის წყარო, რაც დაამაგრებს ახალგაზრდებს სოფლად“, - აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)