02:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 17:46:44, 628 ნახვა

საზოგადოება
სცენა ქუჩაში, რეპეტიცია ღია ცის ქვეშ – მსახიობები საპროტესტო მანიფესტის გასაჯაროებისთვის ემზადებიან

ვასო აბაშიძის ახალი თეატრის ეზოში სცენა უკვე მოეწყო. ადგილზე მიტანილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. სცენის თავზე კი გაშლილია ანდრო ჭიჭინაძის დიდი პლაკატი სახელწოდებით „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“.

მსახიობებმა ბოლო რეპეტიცია გაიარეს და ახლა მაყურებლისთვის მზადებას იწყებენ.

„ჩვენ დღეს ვამბობთ, რომ არ დავტოვებთ პატიმრებს მარტო და არ დავტოვებთ ჩვენს ქვეყანას იმ ძალის ხელში, რომელმაც ეს ქვეყანა დაისაკუთრა“, – ამბობს რეჟისორი მიშა ჩარკვიანი.

მსახიობების თქმით, ეს საღამო იქნება განსაკუთრებული, რადგან  მაყურებლებს გაანდობენ, რა ნაბიჯებს გადადგამენ კოლეგის და კიდევ 52 სხვა პატიმრის გათავისუფლებისთვის.

18:00 საათზე, აღმაშენებლის გამზირის N127-ში, „ახალი თეატრის“ წინ ხელოვანები მაყურებლებს თეატრის შენობასთან ელოდებიან.

დღეს ახალი თეატრის დასი პეტიციასაც შექმნის, თუმცა მისი შინაარსი ამ ეტაპზე უცნობია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics