23:06 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 12:29:05, 2104 ნახვა

სხვადასხვა
ტაილანდში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა- ქვეყანა პირველია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში

ტაილანდში ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების კანონი ამოქმედდა. ბანგკოკში გამართულ ღონისძიებაზე 200-ზე მეტი წყვილი შეიკრიბა, რათა მათი კავშირი ოფიციალურად გაეხადათ..

ტაილანდის გარდა, მთელ აზიაში მხოლოდ ნეპალი და ტაივანი აღიარებენ ერთნაირსქესიანთა კავშირებს.

„ქორწინების თანასწორობის კანონი აღნიშნავს ტაილანდურ საზოგადოებაში გენდერული მრავალფეროვნების უფრო ფართო ცნობიერების დასაწყისს და ჩვენი მიღება ყოველი ადამიანის მიმართ - განურჩევლად სექსუალური ორიენტაციის, რასისა თუ რელიგიისა - არის ჩვენი დადასტურება იმისა, რომ ყველა იმსახურებს თანაბარ უფლებებს და ღირსებას“, - თქვა  ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფეტონგთან შინავატრა.

მისი მესიჯის ჩანაწერი ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გამართულ მასობრივ ქორწილში გაისმა. Bangkok Pride-მა, ქალაქის მთავრობასთან ერთად, მოაწყო გალა ღონისძიება სავაჭრო ცენტრში Siam Paragon. მათი შეფასებით, სავაჭრო ცენტრში სულ მცირე 200 წყვილი იყო შეკრებილი. ახალდაქორწინებულებს ცისარტყელას ფერის ხალიჩა გაუშალეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics