18:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-19 11:12:26, 506 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში ჩაფრინდა

დონალდ ტრამპი ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში ჩაფრინდა. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის მიერ გაგზავნილი სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავით იმგზავრა. აეროპორტიდან ტრამპი საკუთარ გოლფკლუბში გაემართა, სადაც დაახლოებით 500 სტუმრისთვის გათვლილ საფეიერვერკო შოუს უმასპინძლა.

დონალდ ტრამპი ინაუგურაციის წინა დღეს მხარდამჭერებთან შეხვედრას ვაშინგტონის ცენტრში მდებარე Capital One Arena-ზე გამართავს. ასევე, 20 იანვარს დაგეგმილია პოსტსაინაუგურაციო ღონისძიება.

ნავარაუდევი ძლიერი სიცივის გამო ტრამპმა გადაწყვიტა, საინაუგურაციო ცერემონია კონგრესის შენობაში გადაიტანოს, ხოლო აღლუმი პენსილვანიის გამზირიდან – Capital One Arena-ში.

ბოლო პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაცია კონგრესში გაიმართა, რონალდ რეიგანი იყო. 1985 წელს ცერემონიის დახურულ სივრცეში გამართვა მაშინაც უამინდობის გამო გადაწყდა. ტრამპი ფიცს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დადებს და შემდეგ საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics