|
2016-03-04 15:22:52, 1492 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის გამგეობა და ჩეხური ორგანიზაცია თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია და ორგანიზაციის სათაო ოფისის თანამშრომლები მუნიციპალიტეტებში მრჩეველთა საბჭოების შექმნაზე შეთანხმდენენ. საბჭოები ძირითადად სოციალურ საკითხებზე იქნება ორიენტირებული და ორი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, გიზო სართანიამ აღნიშნული ინიციატივის დასამკვიდრებლად მზაობა გამოთქვა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს თანადგომა აღუთქვა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა მათი შესრულებული პროექტებისა და სამოქალაქო სექტორთან ეფექტური თანამშრომლობის გამო შეირჩა. მრჩეველთა საბჭო აპრილის თვეში ჩამოყალიბდება და იგი ამ ეტაპზე მხოლოდ ოთხ მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)