04:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-14 10:22:35, 334 ნახვა

საზოგადოება
მზია ამაღლობელის საქმეზე მედიაომბუდსმენი მოსამართლეს მიმართავს

გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით, მედიაომბუდსმენი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს მიმართავს, სადაც აღნიშნავს, რომ გირაოს სანაცვლოდ მზია ამაღლობელის გათავისუფლება დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

"პატივცემულო მოსამართლევ,

ახლა თქვენ სამოსამართლეო პრაქტიკაში დემოკრატიული სისტემისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ და ჩვენი ქვეყნისთვის - საბედისწერო საქმეს განიხილავთ.

განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა შპს „გაზეთი ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი.

ადამიანი, რომელიც თავისი სიმამაცის, დემოკრატიის ერთგულების, გაბედული სამოქალაქო პოზიციისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების/ხელისუფალთა მთავარი სამიზნე.

გირაოს სანაცვლოდ მზია ამაღლობელის გათავისუფლება დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორი გავლენიანი და მიუკერძოებელი გამოცემისა და საერთაშორისო სტანდარტების მქონე სარედაქციო გუნდის მუშაობის გასაგრძელებლად. მზია ამაღლობელი არ წარმოადგენს საფრთხეს, არ აპირებს მიმალვას, ასევე არ შეუქმნის საფრთხეს მოწმეებს. უნდა იცოდეთ, რომ მისთვის მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ გამოიწვევს არც მტკიცებულებების განადგურებას.

უმორჩილესად გთხოვთ, განიხილოთ ჩემი წერილი, როგორც მედიის თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანის გულწრფელი მხარდაჭერა.
მე, ნათია კაპანაძეს, 2010 წლიდან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის იურისტად მუშაობის შემდეგ, “გაზეთი ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” წარმომადგენლების უფლებების დაცვის მიზნით, არაერთხელ მომიწია მზია ამაღლობელთან საქმიანი გადაკვეთა.

2010 წლიდან დღემდე დავინახე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც სასამართლოსთვის გადამწყვეტი ფაქტორიც კი აღმოჩნდება ახლა განსასჯელის სკამზე მყოფი მზია ამაღლობელის შესაფასებლად და გირაოს შეფარდების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად." ნათქვამია მიმართვაში. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს 11 საათზე იმსჯელებს. პროკურატურა ჟურნალისტის დაპატიმრებას ითხოვს. ოლიგარქის რეჟიმი ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics