13:18 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 23:18:43, 595 ნახვა

სამართალი
ზუგდიდში სამოქალაქო აქივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს

ზუგდიდში დააკავეს აქტივისტი მარიამ სიჭინავა, რომელსაც 6 ადმინისტრაციული ჯარიმა დაუგროვდა გადასახდელი, რომელთაც პრინციპულად არ იხდიდა.

დღეს მან და მისმა თანამოაზრეებმა ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ პიროტექნიკაც გამოიყენეს, ამავე დროს, მარიამ სიჭინავა აცხადებდა, რომ სასამართლოში არ აპირებს მისვლას, რაც დაუმორჩილებლობის აქტი იქნებოდა..

"დღეს ჩაიბარა ზუგდიდის სასამართლომ კრიმპოლისგან გადაგზავნილი 6 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საქმის მასალები ჩემზე ამ დღეებში სავარაუდოდ სასამართლოც პროცესისც ჩაინიშნება.

რა თქმა უნდა, არ ვაპირებ სასამართლოში მისვლას და ესეც საპროტესტო აქტი იქნება. ამ მხრივაც, არალეგიტიმურმა მთავრობამ კანონი შეცვალა და სასამართლოში არ გამოცხადება პატიმრობით დასჯადი გახადა. დაუმორჩილებლობა გრძელდება!  შევხვდებით დღეს, 22:00 საათიდან, გუნერნიის შენობასთან, ერთად შევხვდეთ ძველით ახალ წელს" - დაწერა დაკავებამდე ერთი საათით ადრე მარიამ სიჭინავამ თავის "ფეისბუქის გვერდზე"

ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილი ცვლილების თანახმად, სასამართლოში გამოცხადებაზე უარის თქმა პირის დაკავების საფუძველია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics