06:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-04 17:51:49, 517 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი პატრიარქის ვიდეოსთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

პატრიარქის დამონტაჟებული მილოცვა - პატრიარქის მონახულების შემდეგ, საპატრიარქოდან გამოსული მეუფე ნიკოლოზი პირველი კომენტარს აკეთებს

ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტი ამბობს, რომ ილია მეორე არათუ დაუძლურებულია, როგორც დამონტაჟებულ ვიდეოში ჩანდა, არამედ თავს კარგად გრძნობს და გალობაც კი შეუძლია. 

"რეგენტი არის და 2-ში საღამოს, რომ მივედიო რამდენიმე საათი არ გამომიშვა პატრიარქმაო და ერთად ვიგალობეთო. მე ვეუბნებოდი, დაისვენეთ რაღაცა, მაგრამ არ მიშვებდაო არაფრით. მაგალობა და რამდენიმე საგალობელი ესე ორ ხმაში შევსრულვართ. საუბარიც შეუძლია, გალობაც შეუძლია. გალობა, ჩვენც ვიგალობეთ ერთად.
მე არ დავასახელებ წყაროს, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსის ცნობილი ფრაზაა, რომ "გვინდოდა, როგორც უკეთესადო და გამოვიდა როგორც ყოველთვისო".
არა რა პროვოკაცია. პატრიარქის გადადგომა გამორიცხულია, ეგ დაივიწყოს ყველამ'', - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

საპატრიარქომ გუშინ დაადასტურა, რომ ილია მეორეს საახალწლო მიმართვა მონტაჟია და არა წელს ჩაწერილი ვიდეო.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც უწმინდესი დაუძლურებულად არის წარმოჩენილი, საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი ირწმუნებოდა, რომ მილოცვა ახალი არ არის, პატრიარქის სიტყვები კი წინა წლების მილოცვის ტექსტიდან ამოღებული და დამონტაჟებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics