19:31 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-02 10:20:33, 498 ნახვა

მსოფლიო
ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ

ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ. ორი ქვეყნის ჯამში 25 მილიონი მცხოვრები ახლა უერთდება ევროკავშირის თითქმის 450 მილიონ მოქალაქეს, რომლებსაც უკვე აქვთ შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილების უფლება, მას შემდეგ, რაც სახმელეთო საზღვრის შემოწმებები ოფიციალურად გაუქმდა.

2024 წლის დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხმა მისცეს ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში სრულად შესვლას. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2025 წლის პირველი იანვრიდან.

რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრები 2007 წლიდან არიან და შეასრულეს შენგენში შესვლის მოთხოვნები 2010 წელს. თუმცა, წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო აპროტესტებდა მათ გაწევრიანებას მიგრაციის პრობლემების გამო. 2022 წლიდან განსაკუთრებით ავსტრია იყო მოწინააღმდეგე ქვეყანა, თუმცა ხუთშაბათს ვენამ კენჭისყრამდე მიანიშნა, რომ გადაწყვეტილებას ვეტოს არ დაადებს. როგორც მედია წერს, ეს ნაწილობრივ გამოწვეულია პაქტით, რომლის მიხედვითაც ბულგარეთი დათანხმდა მეტი მესაზღვრეების განთავსებას თურქეთთან საზღვარზე.

1985 წელს შექმნილი შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონა ყველაზე დიდი ასეთი ტიპის ზონაა მსოფლიოში. იგი მოიცავს ევროკავშირის ყველა ქვეყანას კვიპროსის და ირლანდიის გარდა, ასევე ევროკავშირის არაწევრ შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიას და ლიხტენშტაინს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics