|
2024-12-20 16:04:14, 329 ნახვა
საზოგადოება
ვერის პარკის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად, ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პარკის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის მომზადდა წინასაპროექტო კვლევები და დეტალური დიზაინის პროექტი. მის მომზადებაში ჩართული იყო საზოგადოება, რითიც შეიქმნა თანამონაწილეობითი დაგეგმარების პრეცედენტი. საპროექტო სამუშაოების ღირებულებამ 700 000 ლარს შეადგინა.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კაჭარავა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე. ვერის პარკი დაცულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსით და მისი ძირეული გარდაქმნა ან შეცვლა არ იგეგმება. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა, არსებული გეგმარებისა და აქტივობების შენარჩუნებას, მათ უკეთ ორგანიზებას, გაუმჯობესებას და ახალი, გარემოსთვის შესაფერისი ფუნქციების ინტეგრაციას. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა 2 საბავშვო მოედანი 1-3 და 3-12 წლის ბავშვებისთვის, ასევე ძაღლების სასეირნო სივრცე, გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, სასმელი წყლის სოკოები, საპარკე ავეჯი, ფანჩატური, სპორტული მოედანი, საფეხბურთო მოედანი, ბელვედერი, ადმინსტრაციული შენობა და საპირფარეშო. ამჟამად პარკს არ გააჩნია სანიაღვრე სისტემა, მოძველებულია სარწყავი სისტემა, უსისტემოდ არის განაწილებული მიწისზედა გაზმომარაგებისა და წყალმომარაგების მილები. შესაბამისად, რეაბილიტაციის ფარგლებში სრულიად განახლდება თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი სისტემა, პარკს დაემატება სანიაღვრე, ხოლო უსისტემო გაყვანილობები შეიცვლება და დაიმალება გრუნტში.პარკში არსებული მრავალწლოვანი ხე-ნარგავები შენარჩუნდება, ამასთან, ახალი გამწვანებული სივრცეებიც გაჩნდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)