10:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 20:55:19, 471 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველზე სხვადასხვა კონფენსიის წარმომადგენელმა მსვლელობა გამართა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით სხვადასხვა რელიგიური კონფესიის­ სასულიერო პირებიც შეუერთდნენ.

სხვადასხვა რელიგიური თემის წარმომადგენლებს გაშლილი აქვთ ბანერი, წარწერით- „ერთად ნამდვილი მშვიდობისთვის“.

"დაინახეთ ღმერთი, დაინახეთ ადამიანი. დაზოგეთ, გიყვარდეთ საკუთარი მომავალი" - უთხრეს პოლიციელეს  სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა. 

მათ კიდევვ ერთხელ მოუწოდეს სპეცრაზმს - "ნუ იძალადებენ ახალგაზრდებზე, რომლებიც მომავალ იცავენ". 

"ყველას შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ შეწყვიტონ ბოროტების ქმნა, დაიწყონ სიკეთის კეთება, გამოესარჩლონ ობოლს, ქვრივს, ჩაგრულს. ძლიერს არ სჭირდება დაცვა, ქომაგობა, ის ისედაც დაცულია - კანონით, ძალით, ჩაფხუტით..." - მღვდელი გიორგი წეროძეს მიმართვა პოლიციელებს

რუსთაველზე მყოფი აქციის მონაწილეები მათ ოვაციებითა და ტაშით შეხვდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
შვედეთი უკრაინას Gripen-ის თვითმფრინავების მიაწოდებს
აშშ-მ ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics