11:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 17:42:46, 453 ნახვა

საზოგადოება
დავით კეზერაშვილის განცხადებით, მის სახლში პოლიცია შევიდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლში პოლიცია შევიდა.

როგორც კეზერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.

„ისე გადაფსიხდა ე.წ. ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ამ წუთებში ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან“,- წერს კეზერაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 დეკემბერს პოლიცია „კოალიცია ცვლილებისთვის“, ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციისა და „დროას“ ოფისებშიც შევიდა.

სამართალდამცველები იმყოფებოდნენ „ფეისბუქ-ჯგუფ“ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის საცხოვრებელ სახლშიც.

გუშინვე იყო დაკავებების სერიაც, მათ შორის პოლიციამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია და ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის 5 წევრი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ 6 მოძალადე პოლიციელი დააკავა, მათ ბრალად ედებათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა საკუთარი ფანჯრიდან გადაიღეს
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics