|
2016-02-29 16:19:58, 565 ნახვა
საზოგადოება
ურალის ავიახაზები ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს გეგმავს
16 მაისიდან, ურალის ავიახაზები სანქტ-პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას გეგმავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, რეისის სანქტ-პეტერბურგი - ბათუმი -სანქტ-პეტერბურგი შესრულება კვირაში ორჯერ ორშაბათსა და პარასკევს პულკოვოს აეროპორტიდან იგეგმება. მათივე ინფორმაციით, კომპანიის პრეზენტაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი სანტ-პეტერბურგში, პულკოვოს აეროპორტის მიერ ორგანიზებულ საღამოზე გაეცნო, სადაც აეროპორტის მიერ 2016 წლისთვის დაგეგმილი ახალი ავიარეისების შესახებ ისაუბრეს. საღამოზე, რომელსაც რუსეთში არსებული რეგიტინგული მედია საშუალებების, ტურ სააგენტოების, ავიაკომპანიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების შესახებაც გაიმართა პრეზენტაცია. აღსაღნიშნავია, რომ მიმდინარე წელს რუსეთი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის ახალ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, სადაც აქტიური პიარ და მარკეტინგული კამპანიების განხორციელება აპრილიდან დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)