22:10 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-22 14:50:18, 658 ნახვა

ომი უკრაინაში
მედია - 26 ნოემბერს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება

უკრაინაზე რუსეთის ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის გამო, ნატო-უკრაინის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ნატოს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბრიუსელში შეხვედრა 26 ნოემბერს, უკრაინის ინიციატივით ჩატარდება.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 ნოემბერს უკრაინულმა მედიამ ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, ქალაქ დნიპროზე იერიშის დროს, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყველა მახასიათებელი: სიჩქარე, სიმაღლე ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა ესროლა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის დასაბომბად საშუალო მანძილზე მოქმედი ექსპერიმენტული ბალისტკური რაკეტა „ორეშკინი“ გამოიყენა, რომელიც უფრო ძველი რაკეტის, „რუბეჟის“ საფუძველზე შეიქმნა. „ორეშკინს“ აქვს შესაძლებლობა, ბირთვული ქობინი გადაიტანოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics