20:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-22 13:05:01, 423 ნახვა

მსოფლიო
ორბანი - ჰააგის სასამართლომ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემით თავხედური და ცინიკური გადაწყვეტილება მიიღო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით, თავხედური და ცინიკურია,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ორბანის განცხადებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს და შეიძლება, დაძაბულობის ესკალაცია მოახდინოს.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით, თავხედური და ცინიკურია. ეს არის კანონის საფარქვეშ კონფლიქტში ჩარევა, რომელიც განპირობებულია პოლიტიკური მოტივებით. სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ შევეწინააღმდეგოთ ამ გადაწყვეტილებას“,- წერს ორბანი.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 ნოემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ყოფილ თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერები გასცა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics