|
2024-11-18 01:52:30, 665 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ასეთ რაღაცეებს არ აცხადებენ, რაკეტები თავისთავად ილაპარაკებენ
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, რუსეთის ფედერაციას უნდა აიძულონ მშვიდობა იარაღით და არა „მოსკოვთან საუბრით“. პრეზიდენტმა ისაუბრა შეერთებულ შტატებს, ინგლისსა და საფრანგეთს უკრაინაში რუსეთის სიღრმეში შორი მოქმედების იარაღის გამოყენების უფლებაზე. „ჩემს „გამარჯვების გეგმაში“ უკრაინაში მთავარი იყო ჩვენი არმიისთვის შორი მოქმედების იარაღის მიწოდება. დღეს მედიაში ამბობენ, რომ მათი გამოყენების ნებართვა მივიღეთ. მაგრამ დარტყმა სიტყვებით არ წყდება. ასეთ რაღაცეებს არ აცხადებენ. რაკეტები თავისთავად ილაპარაკებენ. თან აუცილებლად“. - განაცხადა ზელენსკიმ. აშშ-ის პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა უკრაინას ვაშინგტონიდან მიღებული შორი მოქმედების იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმის აკრძალვა. - ამის შესახებ, ამერიკული მედია იტყობინება. The New York Times-ის (NYT) თანამოსაუბრეების თქმით, საუბარია ATACMS ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტებზე. საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებული შტატების მიყოლებით, უკრაინას ნება დართეს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მათი წარმოების იარაღი გამოიყენონ. - ამის შესახებ გაზეთი Le Figaro იტყობინება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)