|
2024-11-08 10:41:19, 347 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა
26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და მისმა მოადგილე გიორგი შარაბიძემ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრისას გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, რომელიც კენჭისყრის დღესა და შემდგომ პერიოდს უკავშირდება. ცესკოს ინფორმაციით, მან ასევე ყურადღება გაამახვილა „საარჩევნო დავებსა და სასამართლო განხილვებზე, ინსტიტუციის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე და დეზინფორმაციულ კამპანიებზე, ასევე ამერიკული კომპანია PRO V&V-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიტის მესამე, საბოლოო ეტაპის დასკვნაზე და მიგნებებზე“. მხარეებმა ასევე განიხილეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის არჩევნების წინასწარი ანგარიში, რომელშიც ცესკოს ცნობით, ადმინისტრაციის საქმიანობა და კენჭისყრის პროცესში ტექნოლოგიური ინტერვენცია დადებითად არის შეფასებული. "საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებს. 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ, როგორც საერთაშორისო ისე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რადგან მათ ჰქონდეთ ვერიფიცირებული ინფორმაცია ადმინისტრაციის საქმიანობისა და ყველა მიმდინარე საკითხის შესახებ. ადმინისტრაცია ყველა არჩევნების შემდეგ ეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს. სწორედ აღნიშნული ინფორმაციის გაანალიზება და მათი შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინება დადებითად აისახება საარჩევნო გარემოზე. დღევანდელ შეხვედრაზე, სწორედ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის არჩევნების წინასწარი ანგარიში განვიხილეთ და დეტალურად ვისაუბრეთ მათ რეკომენდაციებსა და მიგნებებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორგანიზაცია დადებითად აფასებს რიგ აქტივობებს, რომლებიც ადმინისტრაციამ არჩევნების დღეს განახორციელა", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდა. თავის მხრივ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საარჩევნო ადმინისტრაციას პროაქტიული თანამშრომლობისთვის. შეხვედრა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ნატაშა როთჩაილდი, რიში დატა და რობერტ ბისტრიცკი ესწრებოდნენ.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)