01:08 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-06 13:39:56, 414 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი - ვულოცავთ პრეზიდენტ ტრამპს - მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ, როგორც ამას ოთხი წელი ვაკეთებდით

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „რესპუბლიკელ“ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მაკრონი აღნიშნავს, საფრანგეთი ერთობლივი მუშაობისთვის მზად არის.

„ვულოცავთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ, როგორც ამას ოთხი წელი ვაკეთებდით. თქვენი და ჩემი რწმენით, პატივისცემით და ამბიციით, მეტი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“,- აღნიშნულია მაკრონის X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ტრამპმა გამარჯვება უკვე იზეიმა და ფლორიდაში მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics