|
2016-02-26 16:19:16, 531 ნახვა
საზოგადოება
ტექნოპარკში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ სტრატეგიის დოკუმენტის საჯარო განხილვა გამართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ტექნოპარკში სტრატეგიის დოკუმენტის ,,ინოვაციური საქართველო 2020-ის“ საჯარო განხილვა გამართა. როგორც „ექსპრესიუსს“ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, ,,ინოვაციური საქართველო 2020” არის დოკუმენტი, რომელიც ემსახურება ინოვაციების სფეროში სახელმწიფოს ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებასა და კონკრეტული ამოცანების დასახვას, ეფექტური ინოვაციების ეკოსისტემისა და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის შექმნას, რაც განაპირობებს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას. ინოვაციური შესაძლებლობების განვითარება მნიშვნელოვანია გლობალურ ეკონომიკაში ადგილის დასამკვიდრებლად და ინოვაციების ეკოსისტემის შესაქმნელად. „სტრატეგიის დოკუმენტი ,,ინოვაციური საქართველო 2020“ ძირითადი მაკოორდინირებელი იქნება საქართველოში ინოვაციური ბაზრის გაფართოებისა, რომელიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე. ინოვაციური კლიმატის არსებობა ხელს უწყობს სამუშაო ადგილების ზრდას, მომავლის პროფესიების ფორმირებას, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას, ქართულ ბაზარზე კონკურენტული ეროვნული პროდუქტების გამოჩენასა და მათ ექსპორტს, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს მასშტაბების ზრდასა და ზოგადად, ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის შექმნას. სააგენტოს მიერ დაგეგმილ სტრატეგიის დოკუმენტის ,,ინოვაციური საქართველო 2020-ის“ საჯარო განხილვაზე დაინტერესებული მხარეები აქტიურად იყვნენ ჩართულები. უახლოეს პერიოდში მოხდება მათი შენიშვნების გათვალისწინება აღნიშნული დოკუმენტის სრულყოფისათვის. სააგენტო ცდილობს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში გავიდეს მსოფლიო მასშტაბებზე და ხელი შეუწყოს ქვეყანას სწრაფ პროგრესში, განავითაროს განათლების სფერო კონკრეტული მიმართულებებით. ინოვაციები განსაკუთრებით მნიშნელოვანია სახელმწიფოსათვის, რადგან იგი ინსტრუმენტია მომავლის პროფესიების შესაქმნელად, შემოსავლების ზრდისთვის, ახალი და ფართო საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად”, - აცხადებენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)