|
2024-10-25 21:03:46, 515 ნახვა
მსოფლიო
მედია - ზელენსკიმ კიევში გაეროს გენერალური მდივნის მიღებაზე უარი თქვა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა კიევში გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მიღებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ “გაეროს გენერალური მდივანი - ორგანიზაცია, რომელმაც საერთაშორისო სამართალი უნდა დაიცვას და განამტკიცოს - ყაზანში გაემგზავრა საერთაშორისო დამნაშავესთან შესახვედრად”. “გაეროს გენერალური მდივანი - ორგანიზაცია, რომელმაც საერთაშორისო სამართალი უნდა დაიცვას და განამტკიცოს - ყაზანში გაემგზავრა საერთაშორისო დამნაშავესთან შესახვედრად. ამავდროულად, ანტონიო გუტერეშმა ვერ გამონახა დრო შვეიცარიაში მშვიდობის გლობალურ სამიტზე დასასწრებად. მან უგულებელყო ღონისძიება, რომელზეც მსოფლიო ლიდერები სამართლიანობისა და გაეროს დამფუძნებელი წევრის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას განიხილავდნენ“,- განაცხადა სტეფანჩუკმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)