03:30 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-14 11:28:42, 535 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ყირიმის ხიდის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძესა და უკრაინის მოქალაქე სერგეი ანდრეიჩენკოზე სახელმწიფოთაშორისი ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია TASS-ი ბრალდებულების საქმის მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

TASS-ის ცნობით, რუსეთი საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ხიდის აფეთქების მონაწილეებად მიიჩნევს.

"აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე 2024 წლის 14 თებერვალს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტში აღიძრა საქართველოს მოქალაქე ინასარიძე ა.-სთან მიმართებით, რომელიც ბრალდებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის საქმის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ტერორისტული თავდასხმა, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია), სისხლის სამართლის საქმის 222.1 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით) და სისხლის სამართლის კოდექსის 226.1 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ასაფეთქებელი ნივთიერებების კონტრაბანდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ).

უკრაინის მოქალაქე სერგეი ანდრეიჩენკო ბრალდებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 222.1 მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ინასარიძე და ანდრეიჩენკო გამოცხადდნენ სახელმწიფოთაშორისი ძებნაში",- ნათქვამია საქმის მასალებში.

შეგახსენებთ, ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics