15:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-12 12:13:46, 319 ნახვა

საზოგადოება
სამხედრო ჰოსპიტალმა საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა

სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა გერმანული ორგანიზაცია KTQ-ს აკრედიტაცია წარმატებით გაიარა, რაც იმის დასტურია, რომ სამედიცინო დაწესებულება ზრუნავს პაციენტების უსაფრთხოებასა და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო პროცესებისა და პაციენტთა უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის და ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროში გადაეცა.

"შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი შალვა მაღლაკელიძე და KTQ-ს წარმომადგენლები დაესწრნენ. 
გერმანული ორგანიზაციის ექსპერტ-აუდიტორებმა მონიტორინგი განახორციელეს სამხედრო ჰოსპიტლის ყველა დეპარტამენტში და შეაფასეს ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: მენეჯმენტი, ხარისხის მართვა, პაციენტებსა და თანამშრომლებზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და რისკების მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. მათ ჰოსპიტალს მისცეს რეკომენდაციები, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება. 
საერთაშორისო აკრედიტაცია შესაძლებლობას აძლევს სამხედრო ჰოსპიტალს, მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, 2025 წლიდან მონაწილეობა მიიღოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. KTQ - „თანამშრომლობა ჯანდაცვის გამჭვირვალობასა და ხარისხში“ ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის საერთაშორისო ასოციაციის (ISQua/ISQuaIEEA) წევრი გერმანული ორგანიზაციაა",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics