|
2024-10-11 12:52:06, 387 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ნასარიძე - საძოვრების სწორი მართვა ფერმერების შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ახალციხის მუნიციპალიტეტში განხორციელებული საძოვრების ინვენტარიზაციის და მუნიციპალურ დონეზე დაგეგმვის პირველი საპილოტე პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში საძოვრების იდენტიფიცირება, კატეგორიზაცია, მათი მდგომარეობის და დეგრადაციის ტენდენციების შეფასება განხორციელდა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლების განმავლობაში საძოვრების მართვის კუთხით უამრავი პრობლემა არსებობდა, რომლის გადაჭრასაც სახელმწიფო საკანონმდებლო ბაზის შექმნით და საძოვრების სწორი მართვის მოდელების დანერგვით გეგმავს. "საძოვრების მიმართულებით ქვეყანა აქტიურ რეფორმებს იწყებს; უპირველეს ყოვლისა, შემუშავდება საკანონმდებლო ჩარჩო, შემდგომ მოხდება საძოვრების მიმართულებით სისტემური ტიპის გარდაქმნა, რათა დეცენტრალიზების გზით საძოვრების მართვა უფრო მდგრადი და ეფექტიანი გახდეს. საძოვრების მოვლა და სწორი მართვა მის ხანგრძლივ პროდუქტიულ გამოყენებას შეუწყობს ხელს და, საბოლოო ჯამში, ფერმერის შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს“,- აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. პროექტის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის 15 შერჩეული სოფლისათვის საძოვრების მართვის გეგმები მომზადდა, რომლებიც, თავის მხრივ, მეცხოველეობის მართვის სხვადასხვა მოდელის მდგრად და გრძელვადიან განვითარებას შეუწყობს ხელს. მიღებული შედეგებისა და გამოცდილების საფუძველზე შემუშავდა ტექნიკური სახელმძღვანელო, რომელიც სხვა რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში საძოვრების იდენტიფიცირებას, კატეგორიზაციას, ზონირებასა და საძოვრებით მოსარგებლეთა განსაზღვრას გაამარტივებს. ახალციხის საპილოტე პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დაფინანსებული პროგრამის "მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის (DiMMA) პროგრამა" ფარგლებში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ შემუშავდა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)