|
2016-02-23 18:23:26, 662 ნახვა
საზოგადოება
მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში ხუთი საბავშვო ბაღის ფასადი შეკეთდება
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წლევანდელი ბიუჯეტით, თბილისში მდებარე ხუთი საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის ფასადი შეკეთდება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები მოიცავს კედლიდან ძველი ნალესის მოხსნას, ფასადის კედლების შელესვას, დამუშავებასა და შეღებვას, ფასადის ფანჯრებზე საცრემლეების მოწყობას, კედლების მობათქაშებას, საევაკუაციო მეტალის კიბის შეღებვას და ა.შ. „ფასადის შეკეთება იგეგმება იმ ბაღებში, რომლებშიც ამ მხრივ ყველაზე საგანგაშო მდგომარეობაა. ესენია: №197, №54, №112, №121 და №115 ბაღები. ფასადის შეკეთების სამუშაოების შესრულების ვადად 15 ივნისიდან - 30 აგვისტომდე განისაზღვრა. სამუშაოების მთლიანი ღირებულება 181 916 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)