00:57 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 16:55:14, 626 ნახვა

საზოგადოება
„ქორთიად მარიოტში“ პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისთვის“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება

ხვალ, 24 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიად მარიოტში“ პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ  უკეთესი მომავლისთვის: მდგრადი რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ.  პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ერთობლივად  განახორციელეს საერთაშორისო ორგანიზაციამ “Hilfswerk Austria International” და  იძულებით გადაადგილებულ პირ ქალთა ასოციაციამ „თანხმობა“.

პროექტის მიზანია   სოციალურად დაუცველი ჯგუფების ეფექტიანი რესოციალიზაცია  საზოგადოებაში.

პროექტი „ნაბიჯ-ნაბიჯ  უკეთესი მომავლისათვის: მდგრადი რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია საქართველოში“  შიდა ქართლის რეგიონში 26 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მის ფარგლებში   გადამზადდა და დასაქმდა რეგიონში მცხოვრები 150 ბენეფიციარი. მათ შორის არიან ყოფილი პატიმრები, პრობაციონერები, მათი ოჯახის წევრები, დევნილები და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები. დაფინანსდა რამდენიმე  მცირე ბიზნესიდეაც, რომლებიც წარმატებით მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics