16:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-01 18:00:17, 364 ნახვა

საზოგადოება
ირინე წაქაძემ თემქის ხანდაზმულთა პანსიონატში მყოფ ბენეფიციარებს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცა

1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება - თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინე წაქაძემ და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა,  რუსუდან კოხოძემ თემქის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე და სააგენტოს ხელმძღვანელი ბენეფიციარების საჭიროებებს პირადად გაეცნენ. როგორც ირინე წაქაძემ აღნიშნა, ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და ღირსეული სიბერისთვის საჭირო სერვისების უზრუნველყოფა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია.

“ხანდაზმულთა პანსიონატი ბენეფიციართა სადღეღამისო მომსახურებას, პირველადი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარებასა და საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებასა უზრუნველყოფს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics