|
2024-09-27 17:14:34, 404 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ეკონომიკა მსოფლიოში
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს სიტყვით გამოვიდა გზამკვლევ “ტურიზმი ქმნის ბიზნესს: საქართველოში ინვესტირება" ოფიციალური გადაცემის ცერემონიალზე, რომელიც მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ლევან დავითაშვილმა დამსწრე საზოგადოებას - მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო. პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ეკონომიკაა. “ჩვენ ვართ ეკონომიკა, რომელიც დიდად არის დამოკიდებული პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ჩვენ ვართ ღია, ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ეკონომიკა მსოფლიოში, ხელს ვუწყობთ ღია ბაზარს, ეკონომიკურ თავისუფლებას, ჩვენ გვაქვს ბიზნესზე ორიენტირებული გარემო, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მსოფლიოს ერთ მესამედთან, პრაქტიკულად ორ მილიარდ ადამიანთან. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, ამავე დროს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვართ - ევროკავშირთან გვაქვს ე.წ DCFTA ანუ ყოვლისმომცელი სავაჭრო ხელშეკრულება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები და სავაჭრო ხელშეკრულებები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან, ისევე როგორც თურქეთთან და სხვა უამრავ ქვეყანასთან",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ზოგადად, ეკონომიკური განვითარების დინამიკაზე საუბრისას აქცენტი გააკეთა პანდემიის შემდგომი აღდგენის პროცესზე და ამ კუთხით მიღწეულ წარმატებაზე. მისი ინფორმაციით, გასულ წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეადგენდა 9,7 %-ს და ეს მაჩვენებელი 2024 წელსაც, პირველი შვიდი თვის მონაცემებით შენარჩუნებულია. ამასთან, მან ხაზი გაუვა, რომ ქვეყენაში ასევე ძალიან სტაბილურია მაკროეკონომიკური პარამეტრებიც, მათ შორის ინფლაციის დონე. “როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინვესტიციებზე, ინვესტორს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა ეკონომიკასა და მის მდგომარეობაზე ამ ქვეყანაში. ჩვენ საკმაოდ კონსერვატულ მიდგომას ვიყენებთ მაკროეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით, გვაქვს კონტროლის სხვადასხვა მექანიზმები და ვართ პირველი ქვეყანა პანდემიის მერე, რომელმაც მოახერხა ინფლაციის გაკონტროლება - დღევანდელი ინფლაციიის დონე ნამდვილად დადგენილ პარამეტრებში არის. ასევე გვაქვს ძალიან მცირე საბიუჯეტო დეფიციტი რაც არის 2%-ის პარამეტრებში. ჩვენ არ ვართ მარტივ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, მაგრამ საქართველოს ეკონომიკამ ნამდვილად მოახდინა საკმაოდ დიდი მდგრადობის ჩვენება ასეთი ეკონომიკური შოკების წინაშე",- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა ასევე ღონისძიების მონაწილეებს გააცნო მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა, მათ შორის კერძო სექტორში ინვესტიციების ხელშეწყობის კუთხით, რომლის ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტია სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში". მან ასევე ისაუბრა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რეიტინგებში საქართველოს მაღალ პოზიციებზე როგორც ბიზნესის კეთების, ისე უცხოური ინვესტიციებისთვის კლიმატის თვალსაზრისით. “ჩვენ ვართ ერთ-ერთი ტოპ ქვეყანა, რომელიც ნამდვილად გახსნილია და დიდი სიამოვნებით იღებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რადგან ეს მნიშნელოვანია ეკონომიკის ზრდისთვის, განვითარებისთვის. ასეთი მიდგომით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტ უცხოურ პირდაპირ ინვესტიციას მოვიზიდავთ. დიდი სიამოვნებით ველოდებით და მივიღებთ ასეთ ინვესტიციას ნებისმიერი ქვეყნიდან",- განაცხადა დავითაშვილმა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)