|
2024-09-27 16:59:43, 464 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „მილენიო ჯგუფი“ ახალ, ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
"საქართველოს ბანკი" სამშენებლო და დეველოპერული სექტორის განვითარებას და მწვანე მიმართულებით პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, “მილენიო ჯგუფი“ კრწანისის ქუჩა #6-ში ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 5.7 მილიონი აშშ დოლარია, "საქართველოს ბანკის" მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტი ორი საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობას გულისხმობს, რომელიც როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ და საოფისე სივრცეების, მიწისქვეშა ავტოსადგომისა და შიდა გამწვანებული ეზოს მოწყობას ითვალისწინებს. ის სრულიად ადაპტირებულია შშმპ - ებისთვის. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო პროექტი ხორციელდება უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტის შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალებით, რაც GCPF - ის მიერ ჩატარებული აუდიტის მიხედვით, ენერგიის მოხმარებას 55%-ით ამცირებს. გარდა ამისა, საცხოვრებელი კომპლექსი სეისმური, სტატიკური თუ სხვა დატვირთვების სრული გათვალისწინებით შენდება, ეს კი შენობების მაქსიმალურ კონსტრუქციულ მდგრადობას უზრუნველყოფს. პროექტის მშენებლობა 2024 წლის იანვარში დაიწყო და 2025 წლის დეკემბერში დასრულდება. „საქართველოს ბანკი" მრავალი წელია, სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. მოხარული ვართ, რომ ჩვენთან თანამშრომლობით „მილენიო ჯგუფი“ ახალ, ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. მსგავსი პროექტები კარგი მაგალითია და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში მწვანე მიმართულების განვითარებას და გაძლიერებას. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად მწვანე ინიციატივების განხორციელებას”,- განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, "საქართველოს ბანკის" კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი პრიორიტეტს ქვეყანაში მწვანე მიმართულების გაძლიერება წარმოადგენს. მსგავსი მწვანე პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ყველასთვის ცნობილია, მწვანე, ენერგოეფექტური და მდგრადი შენობები დაპროექტებული და აშენებულია გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის, რესურსების ეფექტურად მოხმარებისა და მომხმარებელთათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით. ამასთანავე, ის პირდაპირ არის დაკავშირებული და მნიშვნელოვნად ამცირებს კომუნალურ დანახარჯებს. გარდა ამისა, ენერგოეფექტური შენობების გასაყიდი ღირებულება და მოთხოვნა საკმაოდ მაღალი, ხოლო გაუფასურების მაჩვენებელი დაბალია, რაც გაზრდილ საინვესტიციო შესაძლებლობას ქმნის“,- განაცხადა "საქართველოს ბანკის" ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)