|
2024-09-26 12:58:48, 374 ნახვა
მსოფლიო
მედია - ისრაელის ავიაიერიშების შედეგად ლიბანში დაღუპულთა რიცხვი 620-მდე გაიზარდა
ბოლო ერთ დღეში, ლიბანში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად 72 ადამიანი დაიღუპა, 392 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, საერთო ჯამში მსხვერპლის რაოდენობამ 620-ს მიაღწია. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში “ჰეზბოლას“ 75 სამიზნე ობიექტი დაიბომბა. ლიბანის სამხრეთით და ბექაას ხეობაში დაბომბილი სამიზნეები მოიცავდა იარაღის საცავებს, სარაკეტო გამშვებებს, “ჰეზბოლას“ მიერ გამოყენებულ შენობებსა და სხვა ინფრასტრუქტურას. როგორც ისრაელის მედია იტყობინება, ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების ფონზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის ძალებს მოუწოდა, შეამცირონ ლიბანზე თავდასხმები, სადაც ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად საცხოვრებელი, სავარაუდოდ, 500 000-მა ადამიანმა დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)