|
2024-09-24 13:05:30, 314 ნახვა
საზოგადოება
ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა
ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს დელეგაციის წევრები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის ხეობაში 2008 და 2017 წლებში ნახანძრალი ტყის მასივში იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოში ტყის აღდგენასთან დაკავშირებულ მიდგომებს, არსებულ პრაქტიკას და ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებს ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ბორჯომის ხეობაში ნახანძრალი ტყის აღდგენითი სამუშაოები 636 ჰა ფართობზე განხორციელდა და ჯამში 346 ათასამდე ნერგი დაირგო. ტყის მდგრადი ეკოსისტემის ჩამოყალიბების მიზნით, ჩატარდა ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებიც. “ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს ესტუმრნენ, სადაც ინფორმაცია მიიღეს პარკში წარმოდგენილი უნიკალური ბიომრავალფეროვნების შესახებ, ასევე, საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის სპეციფიკას და რეინჯერთა საქმიანობას გაეცნენ. ვიზიტის დასასრულს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სატყეო სააგენტოს დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჯიღაურას და წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებზე იმყოფებოდნენ, სადაც თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორია, ვაზის, ხეხილის და აგროსატყეო კულტურების კოლექცია დაათვალიერეს და ცენტრის საქმიანობას გაეცნენ; მიიღეს ინფორმაცია აგროსატყეო მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებულ პროექტებსა და კოლექციაში დაცულ სახეობებზე. აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას სატყეო კულტურების კოლექციაში, დღეისთვის, 100 სახეობაა დაცული, მათ შორისაა უნიკალური და გადაშენების პირას მყოფი სახეობებიც“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)