|
2024-09-24 12:03:44, 773 ნახვა
რეგიონი
ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა და საცურაო აუზი შენდება
ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა და საცურაო აუზი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, კომპლექსში ოლიმპიური სტანდარტების 1 500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის მოედანი და 800 მაყურებელზე გათვლილი 10 ზოლიანი, 2,1 მეტრი სიმაღლის საცურაო აუზი განთავსდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად დღეს სპორტული კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. რიჟვაძემ აღნიშნა, რომ 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას ბათუმი ახალი თანამედროვე სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურით შეხვდება. “ამ ეტაპზე საცურაო აუზის საძირკვლის მოწყობა მიმდინარეობს, პარალელურად, დასრულდა ყინულის მოედნის ტრიბუნები, მიმდინარეობს ყინულის მოედნის შენობაზე ფლიგელების მიშენება და უშუალოდ, ყინულის მოედნის მოწყობის სამუშაოები. მშენებლობის მეორე ეტაპი 2024 წელს დაიწყო და 2026 წელს დასრულდება. 2025 წელს ყინულის მოედანი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს. საქართველოში ოლიმპიადის მასპინძელია თბილისი, ბაკურიანი და ბათუმი. სპორტული ინფრატრუქტურის მშენებლობას ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატები რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე ადგილზე გაეცნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)