|
2024-09-24 11:49:01, 379 ნახვა
მსოფლიო
პეზეშკიანი - არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ლიბანი ისრაელის ხელში კიდევ ერთი ღაზა გახდეს
არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ლიბანი გახდეს კიდევ ერთი ღაზა ისრაელის ხელში,- ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. პეზეშკიანის თქმით, ლიბანზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა "ადამიანური და ჰუმანიტარული კრიზისია", რომელიც რეგიონში უფრო ფართო კონფლიქტის საფრთხეს აჩენს. ჟურნალისტის კითხვაზე, ურჩევს თუ არა ირანი “ჰეზბოლას“, თავი შეიკავოს საპასუხო მოქმედებებისგან, ფეზეშქიანმა უპასუხა: “ჰეზბოლას“ წინაშე კბილებამდე შეიარაღებული ქვეყანა დგას და წვდომა აქვს იარაღის სისტემებზე, რომლებიც ბევრად აღემატება ნებისმიერ სხვას. “ჰეზბოლა“ ამას მარტო ვერ შეძლებს. “ჰეზბოლა“ ვერ გაუმკლავდება მარტო ქვეყანას, რომელსაც იცავენ, მხარს უჭერენ და ამარაგებს დასავლეთი, ევროპული ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)