|
2024-09-23 13:12:44, 414 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ბანკად დასახელდა
საერთაშორისო გამოცემამ Global Finance,“თიბისი“ საქართველოში ზედიზედ მესამედ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საუკეთესო ბანკად დაასახელა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 2025 წლის საუკეთესო SME ბანკების გამოსავლენად, Global Finance-მა სხვადასხვა კრიტერიუმით იხელმძღვანელა. მათ შორის, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის ბაზრისა და საჭიროებების ცოდნა, შეთავაზებული პროდუქტებისა და სერვისების ფართო არჩევანი, ბაზრის წილი, ბიზნეს და მარკეტინგული შედეგები, სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვა SME სექტორისათვის. ასევე მხედველობაში მიიღეს ის არაფინანსური პროექტები, რომლებსაც ბანკები ახორციელებენ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. “ეს აღიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - Global Finance-მა უკვე მესამედ დაგვასახელა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესოდ ბანკად საქართველოში. ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ბიზნესებს შესთავაზოს ყველა საჭირო პროდუქტი და სერვისი, რაც მათი განვითარებისა და ზრდისთვის აუცილებელია. “თიბისისთან“ ერთად Global Finance-ის დაჯილდოებაში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობენ, მათ გვერდით ამ გამარჯვების მოპოვება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა“,- განაცხადა ვეფხვია ლომინაშვილმა, “თიბისი“ ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერმა. ჟურნალი Global Finance 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 37 წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში. Global Finance რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)