18:32 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 21:33:55, 403 ნახვა

საზოგადოება
მერია - მახათას მთის მიმდებარედ დასუფთავების აქცია გაიმართა

ჩუღურეთის რაიონში, მახათას მთის მიმდებარედ დასუფთავების აქცია გაიმართა. გამწვანებული ტერიტორია გაიწმინდა საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან. ასევე, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სპეცტექნიკის საშუალებით კონტეინერებთან უკანონოდ განთავსებული სამშენებლო ნარჩენი დაასუფთავეს და ძველი ავეჯი გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
 
მერიის ცნობით, აქციაში თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ.
 
„მოსახლეობას მოვუწოდებთ, ნუ დაანაგვიანებენ მსგავს რეკრეაციულ სივრცეებს, ნუ დატოვებენ სამშენებლო ნარჩენს, ძველ ავეჯს ურნებთან, ქუჩაზე ან ქალაქის შემოგარენში. სამწუხაროდ, ჩუღურეთის რაიონში ძალიან ხშირია მსგავსი შემთხვევები. გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული ნარჩენების პოლიგონი, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია სამშენებლო ნარჩენისა და ძველი ნივთების კანონიერად განთავსება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
 
მერიის ინფორმაციით, გლდანის ობიექტზე სამშენებლო ნარჩენის განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად:
 
“1-დან 5 ტონამდე - 9 ლარი;
5-დან 10 ტონამდე - 18 ლარი;
10-ტონა და მეტი - 30,6 ლარი.
 
დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50”, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics