00:47 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-20 22:13:21, 545 ნახვა

საზოგადოება
ადგილობრივი მოსახლეობა ფონიჭალაში პოლიციის შენობაში შეიჭრა

ხმაურია ამ წუთებში ფონიჭალაში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ფონიჭალაში პოლიციის შენობაში შეიჭრა. ისინი არასრულწლოვანი გოგოს გატაცების გამოძიებას ითხოვენ.

სამირა ბაირანოვას ოჯახის წევრების მტკიცებით, გოგონა გუშინ ძალის გამოყენებით გაიტაცეს. არასრულწლოვანმა გამტაცებლებს წინააღმდეგობაც გაუწია, თუმცა მისი წაყვანა მაინც მოახერხეს.

ოჯახის წევრების განცხადებით, პოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს თვითმხილველები და გოგონას ძებნის ღონისძიებაც არ მიმდინარეობს.

''ჩემ შვილს შეყვარებული არ ჰყავდა. გაიტაცა მისთვის უცნობმა პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია. თუმცა, მას თან ახლავს რამდენიმე მამაკაცი, რომელიც 30 წელს გადაცილებულები არიან. პოლიციასთან ვასახელებთ რამდენიმე სახელსა და გვარს, თუმცა სამართალდამცველები არანაირ რეაგირებას არ ახდენენ,'' - აცხადებს გატაცებულის დედა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარზე მიმდინარეობს "სისხლის სამართლის კოდექსის" 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics